YouTube-ი მისი ახალი ფუნქციონალის პოპულარიზებისა და პლატფორმაზე მეტი ინფლუენსერის მოზიდვის მიზნით $100 მილიონის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული თანხა პლატფორმაზე, Shorts-სექციაზე (ახალი ფუნქციონალი) პოპულარულ ავტორებს შორის გადანაწილდება.
ახალი ფუნქციონალით YouTube-ი კონკურენციაში შედის TikTok-სა და ინსტაგრამის Reel-ებთან. ამასთან, პლატფორმა ახალ ფუნქციონალში სარეკლამო მასალების ინტეგრირებასაც გეგმავს, რამაც დამატებითი შემოსავლების გენერირებას უნდა შეუწყოს ხელი.
აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი მომხმარებლის მოსაზიდად კონტენტის შემქმნელთა ფონდები სხვა პლატფორმებმაც გამოიყენეს. TikTok–მა აღნიშნული ფონდი გასული წლის ივლისში შექმნა და აშშ–ში მისი დაფინანსება 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ხოლო Snap-ი დღიურად 1 მილიონი დოლარით დააჯილდოებს მომხმარებლებს, რომლებიც Spotlight-ზე საუკეთესო კონტენტს გამოაქვეყნებენ.