YouTube-მა, მინიმალური წლიური ანაზღაურების სახით, 20 პოპულარულ ფრანგ ვიდეობლოგერს 100-100 ათასი ევრო შესთავაზა. ანგარიშსწორება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბლოგერები თავის ვიდეოებს მხოლოდ YouTube-ზე განათავსებენ, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ შესაძლებელი იქნება მათი Google-ის სხვა პლატფორმაზე გადატანა. მსგავსი წინადადებით YouTube-მა ამერიკელ ვიდეობლოგერებსაც მიმართა.
YouTube-ის ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა იქონია მზარდმა კონკურენციამ და ბაზარზე ფრანგული ვიდეოპლატფორის, Dailymotion-ის გააქტიურებამ, რომელიც კორპორაცია Vivendi-ს საკუთრებაა.