პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომით დაზიანებული უკრაინის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სისტემების აღდგენას 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დასჭირდება.
ზელენსკის განმარტებით, ქვეყნის აღსადგენად აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა, მათ შორის, როგორც სახელმწიფოების, ასევე კერძო ფონდებისა და ინვესტორების მხრიდან.
უკრაინის აღდგენის ძალისხმევაში მონაწილეობის მიღების პირობა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დადო, მათ შორისაა: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ნიდერლანდები, დანია და ფინეთი.