Zoom-ი 2021-ში უფრო მეტ ზრდას ელოდება, ვიდრე 2020-ში ჰქონდა

Zoom-ი 2021-ში უფრო მეტ ზრდას ელოდება, ვიდრე 2020-ში ჰქონდა

Zoom-ი 2021-ში უფრო მეტ ზრდას ელოდება, ვიდრე პანდემიის წელს ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს.

ვიდეოკონფერენციების პლატფორმის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ იუანი, რომლის ბიზნესიც პანდემიის დროს აყვავდა, ამბობს, რომ სახლიდან მუშაობა  კვლავ გაგრძელდება.

Zoom-ი მიმდინარე წელს გაყიდვების 40%-იან ზრდას ელოდება. წინასწარი პროგნოზით, კომპანიის გაყიდვები $3.7 მილიარდს მიაღწევს. დადებითი მოლოდინების გამო, Zoom-ის აქციები რამდენიმესაათიანი ვაჭრობის შედეგად 6%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ამ დრომდე ზრდას 2021 წელსაც არ ელოდებოდნენ, თუმცა ბოლო ტენდენციები ამაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, Zoom-ის გაყიდვები 2020 წლის ბოლო კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 370%-ით გაიზარდა და $882.5 მილიონი შეადგინა.

„მეოთხე კვარტალმა წლის ძლიერი დასასრული აჩვენა და დაგვანახვა, რომ Zoom-ისთვის უპრეცედენტო წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო პანდემიას თავს აღწევს, თუმცა ჩვენ მუშაობას სულ რაღაც ახლა ვიწყებთ“, – განაცხადა ერიკ იუანმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *