Zoom-მა Microsoft Team-სა და Google Meet-ს ინოვაციური ფუნქციებით აჯობა

Zoom-მა Microsoft Team-სა და Google Meet-ს ინოვაციური ფუნქციებით აჯობა

Zoom-ს საკმაოდ რთული რამდენიმე თვის გადატანა მოუწია, ეცადნენ რა კონკურენტები – Microsoft Teams-ი და Google Meet-ი ვიდეოკონფერენციის მზარდი ბაზრის წილის გაზრდას. თუმცა, Zoom-ი დანებებას არ აპირებს და მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციებში უპრეცედენტო  ინოვაციებს ჰპირდება.

პირველი და სავარაუდოდ ყველაზე დიდი დანამატი თავიდან ბოლომდე დაშიფრვა (Encription) გახლავთ, რაც მომდევნო კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

თავიდან ბოლომდე დაშიფრვა, Zoom-ის დაცულობას გულისხმობს იმ თვალსაზრისით, რომ პლატფორმის ვიდეო ზარებზე წვდომას ვერცერთი ორგანო ვერ შეძლებს.  ცნობისთვის, მსგავსი ფუნქციით აღჭურვილები არიან WhatsApp-ი, Signa-ი და FaceTime-ი. თუმცა Zoom-ის პირდაპირ კონკურენტებს Teams-სა და Google Meet-ს ამ დონის დაშიფრვა არ გააჩნიათ.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერს, Zoomtopia-ს ვიდეო კონფერენციის განმავლობაში, Zoom-მა სხვა ახალი ფუნქციების შესახებაც გამოაცხადა, რითაც კომპანიას ახალი მომხმარებლების მიზიდვა და კონკურენტთა დამარცხება სურს. ასე მაგალითად, OnZoom-ი პლატფორმაა Zoom-ზე, რომელიც მომხმარებლებს უფასო, ფასიან და საქველმოქმედო საქმიანობას სთავაზობს. სერვისის ბეტა ვერსია ამერიკელი მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია, დამატებითი ფუნქციები კი ბილეთების ჩუქებასა და რამდენიმე ფანჯრის ერთობლივად გამოყენებას მოიცავს.

Zoom-მა, აგრეთვე, დაამატა Zapps-ს, რომელიც სხვა აპლიკაციებს Zoom-თან აკავშირებს. ამ ყოველივეთი კი კომპანია Microsoft Teams-ის მსგავს სერვის, Advanced Communications-ს გაუწევს კონკურენციას.

სხვა ახალ ფუნქციას Immersive Scenes-ი წარმოადგენს, რაც Teams-ის Together Mode-ის მსგავსად მომხმარებელს თემატიკისა და გამოფენის დეკორაციის საშუალებას მისცემს – მაგალითად, კლასის ან სასამართლო დარბაზის ფონის დაყენების შესაძლებლობას.

ამ ყოველივეს გამოყენება უკვე შესაძლებელია ანდა უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

თუმცა, მთავარი ინოვაცია მაინც სრული დაშიფრვის შესაძლებლობაა. Zoom-მა ამის უზრუნველყოფა პირადი ინფორმაციის მიმართ, წარსულში, დაუდევარი დამოკიდებულების შემთხვევების გამო გადაწყვიტა.  

Zoom-ი კონკურენტებს საკუთარი პლატფორმის შეუფერხებელი მუშაობით ჯობს, მაგრამ ბოლოდროინდელმა ინოვაციებმა აპლიკაციათა შორის ბრძოლა უფრო თანაბარი გახადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *