ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 25 საბაზისო პუნქტით, 6.75%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფათ აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან ლარში გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს - 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში რეფინანსირების სესხები 250 მლნ ლარიდან 626 მლნ ლარამდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.

წინა სტატია

METRO-ს საინვესტიციო ატლასი
27 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ღირსება გვკარნახობს როგორ ვიმოქმედოთ
28 ივლისი, 2016
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა