რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ ინვესტიციებს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს (2016 წლის წლიური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 379 მილიარდი დოლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. თუმცა, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ ინვესტიციების მოცულობა 2.1% იყო. მეორე ადგილზე ჩინეთია 250 მილიარდი დოლარის ინვესტიციით (მშპ-ის 2.3%).

მესამე ადგილზე ირლანდიაა 203 მილიარდი დოლარით. თუმცა, ირლანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა მშპ-ის მიმართ ინვესტიციის მოცულობით. 2015 წელს ირლანდიაში განხორციელებული წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის 71.7% იყო.

მეოთხე ადგილზე ჰონგ კონგია 181 მილიარდი დოლარით, რომელიც, ამავე დროს, მშპ-ის მიმართ ინვესტიციების მოცულობით (58.5%) მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

ცხრილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინება, მილიარდი აშშ დოლარი

 

ქვეყანა

მილიარდი აშშ დოლარი

მშპ-ის მიმართ

1

აშშ

379

2.1%

2

ჩინეთი

250

2.3%

3

ირლანდია

203

71.7%

4

ჰონგ კონგი

181

58.5%

5

შვეიცარია

120

18.8%

6

ნიდერლანდები

102

13.6%

7

ბრაზილია

75

4.2%

8

სინგაპური

65

22.3%

9

კანადა

56

3.6%

10

გაერთიანებული სამეფო

50

1.8%

წყარო: მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემები

წინა სტატია

ინოვაციის 20 წელი
28 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე
29 მარტი, 2017
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა