სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სამ გამოწვევას ასახელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი საქართველოს ეკონომიკის სამ გამოწვევას ასახელებს.

ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარება და სავალუტო ფონდის მისიის როლი განიხილეს დისკუსიაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

პირველ გამოწვევად ტაო ჟანგი მცირე საექსპორტო ბაზას ასახელებს - "ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია, ისეთი როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტები არაა საკმარისი საქართველოს ექსპორტის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გლობალურად ეკონომიკა იცვლება. ახალი სექტორები ვითარდება, მათ შორის ტურიზმი და ტრანსპორტი, თქვენ კი კონკურენცია ისეთ ქვეყნებს უნდა გაუწიოთ, რომელსაც მსგავსი მიზნები აქვს.

თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებებმა ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ეს არაა საკმარისი", -ამბობს ტაო ჟანგი.

მეორე გამოწვევად, შრომის ბაზარი სახელდება: - "საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მოსახლეობის ნაწილი კი უკვე საკმაოდ დიდი ხანია უმუშევარია. ამასთან, პრობლემაა მაღალი უთანასწორობა საზოგადოებას შორის. რეფორმების გატარებაა საჭირო ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.

რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? - საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა, მათ შორის სამსახურის საძიებო სერვისების განვითარების კუთხით".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მესამე გამოწვევა სამუშაო ძალის უნარებსა და შრომის ბაზარს შორის შეუსაბამობაა - "მსოფლიოში ტექნოლოგიები ვითარდება და ახალი ბიზნეს მოდელები ჩნდება. ახალ სამუშაო უნარებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ სკოლებმა უნდა შეძლონ ისეთი სამუშაო ძალის მომზადება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის შრომის ბაზარს სჭირდება. სამუშაო ძალის უნარები პრობლემატური საკითხია ქართული კომპანიებისთვისაც. უნდა განაგრძოთ განათლების რეფორმის გატარება, რომელიც მოთხოვნის შესაბამისი იქნება. ამაში კი იგულისხმება როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლება და მათ შორის მოხალისეობრივი ტრენინგებიც", - ამბობს ტაო ჟანგი.

წინა სტატია

Inter Rao продолжит спор с правительством Грузии по поводу тарифов в суде
12 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება
13 ივნისი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა