ქართულმა სტარტაპმა CityPay.io-მ Tether-ისგან $10-მილიონიანი ინვესტიცია მიიღო

ქართულმა სტარტაპმა CityPay.io-მ Tether-ისგან $10-მილიონიანი ინვესტიცია მიიღო

კრიპტოგადახდების პლატფორმა CityPay.io-მ გლობალური კრიპტოინდუსტრიის გიგანტი Tether-ისგან $10 მილიონის მოცულობის ინვესტიცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული სტარტაპი საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს. CityPay.io-ს განმარტებით, Tether.to-მ სტარტაპში Series A ტიპის ინვესტიცია განახორციელა.

„ა“ სერიის ინვესტიცია, ან პირველი სერიის ინვესტიცია სტარტაპებისთვის დაფინანსების მოძიების პირველ რაუნდს წარმოადგენს და სტარტაპის სამომავლო განვითარებისა და წარმატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცნობისთვის, Tether Operations Limited-ი კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ინდუსტრიაში ცნობილი სთეიბლქოინი, ანუ სტაბილური კრიპტოვალუტა, USDT სწორედ აღნიშნული კომპანიის პროდუქტს წარმოადგენს.

CityPay.io-ს განმარტებით, სტარტაპი ინვესტიციის დახმარებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, მათ შორის საქართველოს, ასევე უზბეკეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიცავს.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ კომპანიის რა წილი დათმო სტარტაპმა აღნიშნული ინვესტიციის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია.