მსოფლიოს 10 ქვეყანა განათლების და გადამზადების საუკეთესო შესაძლებლობებით

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ანგარიში Human Capital 2017 გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს 130 ქვეყანაა შეფასებული. ინდექსი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას განათლებისა და უნარ-ჩვევების დონით აფასებს.

მოქალაქეების განათლების და გადამზადების კუთხით, რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მოქალაქეებს განათლების საუკეთესო შესაძლებლობას და უნარ-ჩვევებს აძლევს უმეტესად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინირებენ.

მეორე ადგილს სიაში ფინეთი იკავებს, შვეიცარია კი მესამე პოზიციაზეა. დანია რეიტინგში 5-ე პოზიციაზეა, ხოლო შვედეთი მერვე ადგილს იკავებს.
რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიამ მეექვსე პოზიცია დაიკავა, ხოლო ახალმა ზელანდიამ მეშვიდე. ათეულში მოხვდნენ სლოვენია და ავსტრია.

კვლევის მიხედვით, მსოფლიში „ადამიანური კაპიტალის“ მხოლოდ 62%-ია განვითარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები საკუთარი მოსახლეობის “შესაძლებლობების“ 38%-ს უგუველყოფენ.

ინდექსს მიღმა მსოფლიოს ის 25 ქვეყანა მოხვდა, რომლებსაც საკუთარი „ადამიანური კაპიტალის“ 70%-ზე მეტი არ აქვთ განვითარებული, - აღსანიშნავია, რომ WEF-ის სიაში ვერ მოხვდა საქართველო. საქართველო არც გასული წლის სიაში იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, მსოფლიოს 50 ქვეყნის სარეიტინგო ქულა 100-დან 60-დან 70-მდე მერყეობს. საკუთარი მოსახლეობის არამატერიალური შესაძლებლობების 50%-60% მსოფლიოს 41 ქვეყანას არ აქვს ათვისებული.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, - სიაში ვერ მოხვდა აზერბაიჯანი. სომხეთმა რეიტინგში 49-ე ადგილი დაიკავა, რუსეთმა მე-16-ე, თურქეთმა კი 75-ე.

რეიტინგის ლიდერები ტრადიციულად ის ეკონომიკები ხდებიან, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის განათლებაზე გრძელვადიანი ხედვა და გეგმა აქვთ, სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები კი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი Human Capital განათლება

წინა სტატია

საქართველოს განვითარების 25 წელი: მსოფლიო ბანკი ქვეყნის მთავარ გამოწვევებს ასახელებს
18 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
19 სექტემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა