წლიური ინფლაცია 6.2 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.2%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასების ზრდა ძირითადად ტრანსპორტის (1.8%-ით), სურსათის (1.2%-ით) და განათლების გაძვირებამ (1.2%-ით) განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (17.4%-ით) გაიზარდა.  ტრანსპორტის ფასები 14.7%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 6.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.7%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.6%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

წლიური ინფლაცია ინფლაცია ფასები საქსტატი

წინა სტატია

Financing of which state agencies will increase in 2018
02 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

PPP პროექტებს ახალი ორგანო დაარეგულირებს
03 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა