ყველაზე მდიდარი გერმანელები

გერმანიის მოსახლეობა: 81,8 მლნ

გერმანიის მშპ: $3,6 ტრილიონი

გერმანელი მილიარდერების რაოდენობა ფორბსის რეიტინგში: 85

მათი ქონების მთლიანი წმინდა ღირებულება: $400,9 მლრდ

გერმანელი მილიარდერების სიმდიდრის წყარო პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

მემკვიდრეობით მიღებული და ზრდადი - 44%

მემკვიდრეობით მიღებული - 24%

საკუთარი ძალით - 33%

გერმანიის ყველაზე მდიდარი რეგიონია რური. დასავლეთ გერმანიის ეს მჭიდროდ დასახლებული, ძლევამოსილი ინდუსტრიული ტერიტორია ნიდერლანდებისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, კარგა ხანია უაღრესად დიდ როლს თამაშობს გერმანიის ეკონომიკაში. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ომის შემდგომი „ეკონომიკური საოცრების“ განხორციელების საქმეში, რომლისთვისაც მან მრეწველობის საფუძველი შექმნა.

ამჟამად გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანია 94 წლის „ალდის“ სუპერმარკეტების ქსელი მფლობელი, კარლ ალბრეხტი. მის ანგარიშზეა $25, 9 მილიარდი. ალბრეხტი ფორბსის მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილზე იმყოფება.

მას მოჰყვებიან:

2. დიტერ შვარცი - $21,1 მლრდ. საცალო ვაჭრობა (მსოფლიოში 29-ე)

3. თეო ალბრეხტი უმცროსი და ოჯახი - $19,3 მლრდ. Aldi (მსოფლიოში 36-ე)

4. მიხაელ ოტო და ოჯახი $18,4 მლრდ. საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება (მსოფლიოში 42-ე)

5. სუსანე კლატენი $17,4 მლრდ. BMW, წამლები (მსოფლიოში 49-ე)

წინა სტატია

თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო გაიხსნა
29 მაისი, 2014

შემდეგი სტატია

ყველაზე მდიდარი ფრანგები
04 ივნისი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა