BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

BGEO ჯგუფის შემოსავლები 2017 წელს 23,7%-ით გაიზარდა და 1,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ჯგუფმა გასული წელი 463 მილიონიანი მოგებით დაასრულა. მოგება ერთ აქციაზე 11.5%-ით გაიზარდა და 11.61 ლარი შეადგინა. 

რეკორდული მოგებით დაასრულა წელი ჯგუფში შემავალმა საბანკო ბიზნესმა. მოგებამ წლიურად 369.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ჯგუფი კომპანია მ2-ის გაყიდვების ზრდაზეც აცხადებს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ისტორიაში გაყიდვების მაჩვენებელი 2017 წელს საუკეთესო იყო. წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 165 ბინა გაყიდა, გაყიდვების ღირებულებამ კი  $14.5 მლნ შეადგინა. ჯამში გასულ წელს M2-მა 629 ბინა გაყიდა, საერთო ღირებულებით $49.1 მლნ. კომპანიის მოგება 23.7 მლნ ლარი იყო. 

ჯგუფში შემავალი GGU-ს (ჯორჯია გლობალ იუთილითი) შემოსავალი წლიურად 6,1%-ით გაიზარდა და 130 მლნ ლარი შეადგინა. 

102.5%-ით გაიზარდა თელიანი ველის შემოსავლები. 

საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group მიმდინარე წელს ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი – Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი – Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს. BGEO-ს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, “საქართველოს კაპიტალის” წილი “საქართველოს ბანკის ჯგუფში” პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება.  

“საქართველოს კაპიტალი” მოიცავს: 57% წილს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” (GHG), 100%-ს კომპანია “ჯორჯია გლობალ იუთილითის” (GGU), 100%-ს კომპანია “m2 უძრავი ქონება”, 76% წილს “თელიანი ველი”-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *