"ობამას ეფექტი" - Netflix-ის ხელმძღვანელი ერთ კვირაში $400 მილიონით გამდიდრდა

Netflix-ს შესაძლოა ახალი "პრეზიდენტი და პირველი ლედი" ჰყავდეს ბარაკ და მიშელ ობამების სახით. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში არიან ახალი სატელევიზიო შოუს გადაღებასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი გმირებიც სავარაუდოდ თავად იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა Netflix-ის აქციების ფასმა სიახლის გაჟღერებისთანავე დაიწყო ზრდა და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია.

ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები 10%-ით გაძვირდა. აღნიშნულმა ზრდამ მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს $400 მილიონი მოუტანა. Forbes-ის მონაცემებით, რედ ჰასტინგსის ქონება ამჯერად $3.5 მილიარდს შეადგენს.

ჰასტინგსმა Netflix 1997 წელს დააარსა. მიმდინარე წელს კომპანიამ მეორე ოსკარი მოიპოვა დოკუმენტური ფილმისთვის Icarus. Netflix 2018 წელს ახალი კონტენტის შექმნაზე რეკორდული თანხის - $8 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

ჩვენ გირჩევთ

ღვინის იმპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

დიდი ტრანსფორმაცია

ღვინის იმპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

ღვინის იმპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

Netflix ბარაკ ობამა მიშელ ობამა რედ ჰასტინგსი

წინა სტატია

ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები საქართველოში
12 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

საწვავის იმპორტი გაიზარდა
12 მარტი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა