საწვავის იმპორტი გაიზარდა

საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის, 2,4 ათასი ტონით კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

მათ შორის, 2018 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 34,1 ათასი ტონა. 

ქვეყნების მიხედვით თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 26,5  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 17,3 ათასი ტონა (23,1%),  თურქმენეთი – 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი – 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი – 5,2 ათასი ტონა (7,0%);  საბერძნეთი – 2,9 ათასი ტონა (3,9%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *