საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

საწარმოები, სადაც განხორციელდა ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2017 წელს (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კვლევის შედეგებით) შემდეგია:  

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • შპს მტკვარი ჰოლდინგი
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს)
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია (კომპნია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს)
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • BP Group
  • შპს მაგთიკომი
  • IDC ბორჯომი
  • Rakeen Uptown Development

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

ინვესტორი კომპანიები საქსტატი

წინა სტატია

თებერვალში სახელმწიფო ვალი 97 მილიონი ლარით შემცირდა
12 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Most popular tourist destinations in Georgia
12 მარტი, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა