საქართველოს რეგიონები ყველაზე მეტი FDI-ით

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად თბილისზე მოდის, საქართვლოს რეგიონებზე კი მხოლოდ მცირე მოცულობა ნაწილდება. 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, თბილისში 1.4 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 1.3 მლრდ დოლარი იყო.

თბილისს მოსდევს აჭარა სადაც 185 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს კი აჭარაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები 95 დოლარს შეადგენდა.

66 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ქვემო ქართლში, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 37 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

52 მლნ დოლარი შეადგინა ინვესტიციებმა სამცხე-ჯავახეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში კი 55 მლნ დოლარი. ჯამში 35 მლნ დოლარი შეადგინა FDI-იმ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ყველაზე მცირე მოცულობა კი კახეთსა და შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა - $4.8 მლნ და $4.3 მლნ.

წლიურად FDI  ქვემო ქართლში 37 მლნ დოლარით გაიზარდა.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები საქართველოში

საწვავის იმპორტი გაიზარდა

ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები საქართველოში

ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები საქართველოში

FDI ირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს რეგიონები

წინა სტატია

Fuel Import Increased
12 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა
13 მარტი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა