ევროპულ ბანკებს €114 მილიარდი სჭირდება!

ბანკების კაპიტალის გასაზრდელად არსებული სხვადასხვა მეთოდი ორ ძირითად შესაძლებლობამდე დადის: აქტივების გაყიდვა ან შემოსავლების გაზრდა. ევროზონის სავარაუდო რეცესიის პირობებში შემოსავლის ზრდა ნაკლებსავარაუდოა, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას აქტივების გაყიდვა იძენს.

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურმა (EBA) რეგიონის კაპიტალის საჭიროებათა შეფასების მონაცემები გამოაქვეყნა. კაპიტალის დანაკლისის შესავსებად ევროპულ ბანკებს სჭირდება €114.7 მილიარდი ($153.2 მილიარდი) - განაცხადა EBA-მ. ყველაზე დიდი კაპიტალშევსება, ბუნებრივია, სჭირდება საბერძნეთის (€30 მილიარდი), ესპანეთისა (€26.2 მილიარდი) და იტალიის (€15.3 მილიარდი) ბანკებს, თუმცა EBA-ის შეფასებით, გერმანიისა (€13.1. მილიარდი) და საფრანგეთის (€15.3 მილიარდი) ბანკებსაც აქვს ხარვეზები, რაც ხელს უშლის მათ კაპიტალის 1-ელი დონის 9%-ის მიღწევაში 2012 წლის ივნისისათვის.

EBA-ს რეკომენდაციით, „ეროვნული ზედამხედველობის სამსახურებმა ბანკებს უნდა მოსთხოვოს საკუთარი კაპიტალის გაძლიერება - სუვერენული ვალის ექსპოზიციის საპირწონედ, განსაკუთრებული და დროებითი კაპიტალის ბუფერის შექმნის გზით, რაც სექტემბრის ბოლოსათვის ბაზრის ფასებზე იმოქმედებს". „ამასთანავე, ბანკებს მოეთხოვება შექმნას განსაკუთრებული და დროებითი ბუფერი, როგორიცაა 1-ელი დონის ძირითადი კაპიტალის კოეფიციენტი, რომელიც 2012 წლის ივნისისათვის 9%-ს მიაღწევს. ნებისმიერი კაპიტალის დეფიციტის ოდენობა ეფუძნება 2011 წლის სექტემბრის მონაცემებს და არ მოხდება სუვერენული კაპიტალის ბუფერის მოცულობის გადახედვა. სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით არ მოიხსნება ბუფერის მოთხოვნა, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2012 წლის ივნისისათვის".

როგორც EBA აღნიშნავს, ბუფერი „აშკარად ვერ დაფარავს ქვეყნებში არსებულ დეფიციტს, მაგრამ დაარწმუნებს ბაზრებს, რომ ბანკებს შესწევს ძალა გაუძლოს რიგ დარტყმას და საკმარისი კაპიტალი შეინარჩუნოს. სახელმწიფო კაპიტალის ბუფერი ერთჯერადი ზომაა და როგორც კი ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის (EFSF) ახალი შესაძლებლობები ეფექტიანი გახდება სახელმწიფო ვალის კრიზისის კუთხით, მოხდება რა სახელმწიფო ობლიგაციების დღეს არსებული დაბალი ღირებულების გაზრდა, EBA ხელახლა შეაფასებს მიმდინარე აუცილებლობებსა და კაპიტალის ბუფერის მოცულობას ბანკების სახელმწიფო ექსპოზიციასთან მიმართებაში".

დღემდე მკაცრ ეკონომიაზე დაფუძნებული პროგრამები განიხილებოდა, როგორც ძირითადი გამოსავალი და ვალების შედეგად რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქვეყნებისათვის (როგორიცაა საბერძნეთი, ახლახან კი მათ რიცხვს იტალიაც შეუერთდა) შედარებით ძლიერი მეზობელი ქვეყნების - საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. ეს მკაცრი პროგრამები მხარს კი არ უჭერს, არამედ მხოლოდ აფერხებს ზრდას, რადგან კაპიტალის გაზრდის მიზნით მათ თავად უნდა ნახონ კრიზისიდან გამოსავალი,რაც სანუკვარი ოცნებაა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ევროპული საბანკო სექტორისათვის.
ეს ყველაფერი აფერხებს აქტივების გაყიდვებს და დიდი ევროპული დელევერიჯინგი (საკრედიტო დაფინანსების შემცირება) (k -2012) ის თემაა, რომლის შესახებაც ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი სტრატეგი საუბრობდა.

პრობლემის ნაწილს, როგორც Nomura-ს სტრატეგმა, ჯენს ნორდვიგმა 7 ნოემბერს აღნიშნა, წარმოადგენს რისკი, რომ ევროპულმა ბანკებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ აქტივების გაყიდვა, რაც მათ პრობლემებს შეუქმნის. ისეთი გზების ძიებისას, რომელთა საშუალებითაც მოხერხდება სუვერენული ვალების ექსპოზიციის შეჩერება მათ ქვეყანაში, ბანკები მრავალ სირთულეს აწყდებიან და მათი დაძლევაც საკმაოდ რთული იქნება. ეს გულისხმობს, სულ მცირე,საკრედიტო დაფინანსების შემცირებას.

ეს, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის აქტივების მოზიდვით მოხდება, რაც არცთუ პატარა წილია იმისა, რასაც ევროპის ბანკები ფლობენ - დაახლოებით $2 ტრილიონი ამერიკის შეერთებული შტატების აქტივებისა და $1.5 ტრილიონზე მეტი დიდ ბრიტანეთისა, რაც ადვილად მოახდენს რეკლასიფიკაციას ამ არეალში.

არსებული პირობების ფონზე, რა თქმა უნდა, კაპიტალის გაზრდა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. „ყველაფერი, რასაც დიდი ბრიტანეთი და ევროზონა აკეთებს, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი", - აცხადებს Barclays Capital-ის წარმომადგენელი აჯაი რაჯადჰაკშა. სანამ არ მოხდება არსებული აქტივების (სუვერენული ვალის) სტაბილიზაცია, მსოფლიო მასშტაბით კაპიტალის გაზრდა მაინც არ იქნება საკმარისი.

სანამ პოლიტიკოსები მსჯელობენ სახელმწიფოში ვითარების სტაბილიზებისათვის გასაწევი ძალისხმევის დეტალებზე - შაბათ-კვირას გამართული ევროგაერთიანების სამიტის ჩათვლით - Barclays Capital-ის შეფასებით, ევროპული დელევერიჯინგი შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს საერთაშორისო ევროზონალური საბანკო აქტივების ხარჯზე (დაახლოებით 500 მილიარდი ევროდან 3 ტრილიონ ევრომდე). ამერიკის აქციათა ბაზრის სტრატეგიების ხელმძღვანელი ბარი კნეპი თვლის, რომ დელევერიჯინგმა შესაძლოა 2012 წლის დასაწყისში ბაზრებზე გარკვეული წინაღობები წარმოქმნას,რადგან ფინანსური აქტივების მიმდინარე და პოტენციური გაყიდვები იჭერს გარკვეული აქტივების ფასებს.

ბევრმა ბანკმა, რომლებშიც EBA-ის შეფასებით აღინიშნება დანაკლისი, გამოაქვეყნა გეგმები, რომლებიც მიმართულია დელევერიჯინგისკენ ან ფასების შემცირებისაკენ, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის გაზრდას. გერმანული Deutsche Bank (დანაკლისი €3,2 მილიარდი) ახორციელებს გარკვეულ პორტფოლიოს და შეუძლია გაყიდოს აშშ-ის აქტივები. Citigroup Bank-ის ანალიტიკოსის, კიტ ჰოროვიცის თანახმად, საფრანგეთის BNP Paribas-მა (€1.5 მილიარდი) და Société Générale-მა (€2.1 მილიარდი) წარმოადგინეს ბერკეტის მნიშვნელოვნად დაწევის გეგმები.

EBA-ის თანახმად, ევროპულ ბანკებს შორის კაპიტალის დანაკლისის ყველაზე დიდი მაჩვენელი აქვს ესპანეთის Banco Santander-ს, რომელსაც დეფიციტის შესავსებად €15.3 მილიარდი სჭირდება.

29 ნოემბერს, აშშ-სა და ლონდონში წამყვანი ევროპული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჰოროვიცმა თავის შენიშვნაში განაცხადა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ უამრავ შესაძლებლობაზე, რომლებიც შესაძლოა მსგავს ვითარებაში გაჩნდეს. ერთი მხრივ, თუ ევროპული ბანკები შეწყვეტენ საბაზრო აქტივობებს, დანარჩენი მოთამაშეები შეძლებენ წილის მიღებას. ჰოროვიცი ამ განცხადების გაკეთებისას ეყრდნობა Goldman Sachs-ს, როგორც ერთ-ერთ პოტენციურ გამარჯვებულს, გულისხმობს რა მის „ძლიერ კომერციულ ტექნოლოგიას" და აქტივების ბრუნვის ყველაზე დიდ მაჩვენებელს დელევერიჯინგის ფონზე.

ჰოროვიცის აზრით, სხვა პოტენციური გამარჯვებულებია ამერიკული JPMorgan Chase და Barclays, HSBC და Standard Chartered.

 

წინა სტატია

Forbes ყველაზე პოპულარული ბიზნესჟურნალი
15 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

კომპანია, რომელსაც უნდა იცნობდეთ. მონაცემთა უსაფრთხოება: Cleversafe
19 დეკემბერი, 2011
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა