2023 წელს ქართულმა ბანკებმა 2.7 მლრდ ლარის მოგება მიიღეს

2023 წელს ქართულმა ბანკებმა 2.7 მლრდ ლარის მოგება მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის 2.1 მილიარდ ლართან შედარებით მაჩვენებელი თითქმის 30%-ითაა გაზრდილი.

ბანკების მიხედვით მოგების მაჩვენებლები ასეთია:

  • საქართველოს ბანკი — 1.3 მლრდ ლარი;
  • თიბისი ბანკი — 1.1 მლრდ ლარი;
  • ლიბერთი ბანკი — 81.2 მლნ ლარი;
  • ბაზის ბანკი — 72 მლნ ლარი;
  • პროკრედიტ ბანკი — 43.7 მლნ ლარი;
  • კრედო ბანკი — 39.2 მლნ ლარი;
  • ტერა ბანკი — 30.2 მლნ ლარი;
  • ქართუ ბანკი — 29.7 მლნ ლარი;
  • ხალიკ ბანკი — 20.1 მლნ ლარი;
  • იშ ბანკი — 16.7 მლნ ლარი;
  • ზირაათ ბანკი — 7.8 მლნ ლარი;
  • პაშაბანკი — 1.7 მლნ ლარი;
  • ვითიბი ბანკი — 203 ათასი ლარი;
  • პეისერია — 0 მლნ ლარი;
  • სილქ ბანკი — -7.5 მლნ ლარი.

ამავდროულად, გასულ წელს, ქართული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობამ 80 მლრდ ლარი შეადგინა. აქტივების 39.2%-ს „თიბისი“ ფლობს, 37.8%-ს – „საქართველოს ბანკი“, 5.12%-ს – „ლიბერთი“, 17.88%-ს კი დანარჩენი ბანკები.

კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 52.4 მილიარდ ლარს მიაღწია, საკრედიტო დაბანდებამ კი 53.8 მილიარდ ლარს. 2023-ში მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 7.2 მილიარდი ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბანკების შემოსავლის ძირითადი წყარო სესხებიდან საპროცენტო შემოსავლებია (6 მილიარდი ლარი).