საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო

“ტურინვესტი” 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი ინვესტიციები $200 მილიონს აჭარბებს. აქედან  “ბელვიუ რეზიდენს ბათუმის” და სასტუმრო “ჰილტონის” საინვესტიციო ღირებულება $130 მილიონია. 600-თანამშრომლიან კომპანიას 28 წლის გიორგი აბაშიძე ხელმძღვანელობს.

კომპანია “ტურინვესტი” დაარსებიდან მეათე, საიუბილეო წელს ითვლის. თუმცა, იმისთვის, რომ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინვესტორად შემდგარიყო, ათი წელი არ დასჭირვებია. ამ პერიოდში ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განახორციელა, რითაც ქალაქის ტურისტულ ღირებულებას დამატებითი ფასი შესძინა.

კომპანიის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი მაღალი კლასის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აერთიანებს “ბელვიუ რეზიდენს ბათუმს” და 5–ვარსკვლავიან სასტუმრო “ჰილტონს”. ერთი კომპლექსის ორივე შენობის პროექტი დიდ ბრიტანეთში - კომპანია RTKL-ის მიერ, ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. ყველა დეტალი წინასწარ დამუშავდა და დამზადდა, თუმცა პროექტის ავტორებმა დასრულებამდე ზედამხედველობაც თავის თავზე აიღეს, იმ  დრომდე, ვიდრე ბრიტანული MACE International-ი მშენებლობის ხარისხის კონტროლს დაასრულებდა და საბოლოო შეფასებას დადებდა.

“ბელვიუ რეზიდენს ბათუმის “  მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2015-ში ექსპლუატაციაში შევიდა. კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააკმაყოფილა ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონის სახით საქართველოში სამი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. მათ შორის პირველი სახანძრო უსაფრთხოებაა -თავისი სისტემით, ფიქსირებული წყალსადენი მოწყობილობებით, გარე კედლების მედეგობით, კიბე-გზებისა და სხვა გასასვლელების გამტარუნარიანობის მაღალი სტანდარტით. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰილტონის” ინფრასტრუქტურასთან ექსკლუზიური წვდომაა.

“ჩვენი წამოწყება ეფუძნებოდა ჩვენს სურვილს, აგვემაღლებინა უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სტანდარტები და დონე – შეგვექმნა უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი”, – ამბობს კომპანიის დირექტორი.

კომპანიას, რომელიც 600 ადამიანს აერთიანებს და რომლის წლიური ფინანსური ბრუნვა 25 მილიონ ლარზე მეტია, პროფესიით ეკონომისტი, 28 წლის გიორგი აბაშიძე მართავს. კომპანიაში პირველად 2010 წელს მივიდა, ფინანსურ განყოფილებაში სხვადასხვა ეტაპი გაიარა და პოზიციებიც კარიერული წინსვლის პრინციპით მალ-მალე იცვალა. ორ წელიწადში ფინანსური დირექტორის პორტფელიც ჩაიბარა, შემდეგ გენერალური დირექტორის სავარძლამდეც მივიდა და უკვე მეექვსე წელია, ამ ადგილს იკავებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი მომხმარებლისთვის მიგვეცა “მხოლოდ ბინაზე” მეტი – ემოცია, შეგრძნება, კომფორტი, ამიტომაც ყველა ბინა არის ნათელი, თბილი და მხოლოდ დადებითი ემოციების გამომწვევი”,ამბობს გიორგი აბაშიძე და საშუალებას მაძლევს, “ბელვიუ ბათუმი რეზიდენსში”  “მხოლოდ ბინაზე მეტის” ემოცია თავად შევიგრძნო.

წარმოიდგინეთ, მზის ჩასვლას უყურებთ პატარა ფერადი აივნიდან ან საუზმობთ ნათელ სამზარეულოში პანორამული ხედით ზღვაზე ან  ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაზე  –  ამის შესაძლებლობას აქ თითოეულ აპარტამენტში იატაკიდან ჭერამდე  მოწყობილი ვიტრაჟი იძლევა.

20-სართულიანი შენობა, 114 აპარტამენტით, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგითა და სხვა სივრცითი მოწყობილობებით შავი ზღვის სანაპიროზე 21 ათას კვ. მ ფართობს იკავებს.

საძირკვლის სიმყარეს თავიდანვე დიდი ყურადღება დაეთმო. სწორედ ამიტომ, საძირკვლის მშენებლობაზე  კომპანია “ბაუერის” გერმანელი გუნდის წევრები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. შენობის ფუნდამენტზე გამოყენებულია 380 ხიმინჯი, რომელთაგან ყველაზე გრძელი 42 მეტრზეა ჩაშვებული. შედეგად, ნაგებობა სეისმურად მყარია და 7-ბალიან მიწისძვრას უძლებს. საძირკველზე ჯამში 14 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ავტომობილის გაჩერება აქ პრობლემას არ წარმოადგენს. მყარი საძირკველი იძლეოდა იმის საშუალება, რომ კომპანიას  ბათუმში პირველი  და ჯერჯერობით ერთადერთი ორდონიანი მიწისქვეშა  პარკინგი მოეწყო. ფარეხში განთავსებული ლიფტები კი ბინებამდე მიმავალი პირდაპირი გზაა. ფინური ფირმა KONE-ის ორი სამგზავრო და ერთი სახანძრო ლიფტი მთელ საცხოვრებელ კომპლექსში კომფორტულად და უსაფრთხო გადაადგილების გარანტია.

პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა  თითო სართულზე ბინების შედარებით მცირე რაოდენობაა – 6–დან 15–მდე,  რაც საცხოვრებელ სივრცეს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს.

 “ბელვიუ რეზიდენს ბათუმი” ძირითადად გათვლილია იმ ადამიანზე, ვისთვისაც უპირატესია ხარისხი, კომფორტი და ცხოვრების განსხვავებული წესი”, – მიხსნის კომპანიის დირექტორი და იქვე ვხვდები, რომ “ბელვიუ” მომხმარებელს არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ დაცულობას, უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს სთავაზობს.

ვენტილირებადი ფასადი ბათუმურ ტენიან კლიმატს წარმატებით უმკლავდება. მასზე დატოვებული სპეციალური საჰაერო სივრცეები კი ჰაერის მუდმივ განიავებას უზრუნველყოფს. ფასადი მოპირკეთებულია Marestone-ის ხელოვნური ფილებით, რომელზეც დამონტაჟებულია თბოიზოლაცია და ხანძარსაწინააღმდეგო მემბრანა, რაც მას ადვილად აალებისგან იცავს. სახანძრო უსაფრთხოება კი კომპლექსის მთავარი მახასიათებელია. აქ სრულადაა დაცული საერთაშორისო და “ჰილტონის” სტანდარტებით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ყველა სართულზე დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, სახანძრო ჰიდრანტი და ცეცხლმაქრი.

ბინის ყველა კარი ცეცხლგამძლეა 45 წუთის განმავლობაში. ხანძრის შემთხვევაში შენობის სხვადასხვა ზონის ერთმანეთისაგან იზოლირება ცეცხლგამძლე კარებით ავტომატურ რეჟიმში ხდება, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას. კორპუსში დამონტაჟებულია სახანძრო ლიფტი და განთავსებულია ორი სახანძრო კიბის უჯრედი, სადაც შემავალი კარი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტის სახელურებით. განგაშის დროს ის იწნეხება ჟანგბადით და ქმნის მაღალ წნევას, რაც ხანძრის კერიდან კიბის უჯრედში კვამლის გადმოსვლას ზღუდავს. სახანძრო სისტემა პირდაპირ დაკავშირებულია “ჰილტონთან” და მისი შემოწმება ყოველკვირეულად ხდება.

კორპუსში დამონტაჟებულია Mitsubishi-ის ფირმის ცენტრალური VRV კონდიცირება, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ენერგოეფექტიანობაა. ყველა ბინას თავისი ინდივიდუალური სისტემა აქვს და დამოუკიდებლად იმართება. მისი მოქნილი დიზაინი კი ბინის სხვადასხვა ზონაში ტემპერატურის კონტროლისა და მარტივად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა.

მართალია, ბათუმში მშენებლობის ბუმია, რასაც “კოლიერსის” მონაცემებიც ცხადყოფს, მაგრამ “ბელვიუს”  ხარისხი, სტანდარტები და დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მოწინავეა არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით.

“ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვაა, ბინის შეძენის მსურველებს ვთავაზობთ ბინებს სხვადასხვა მდგომარეობაში: შავი კარკასი, თეთრი კარკასი და საცხოვრებლად მზა ბინები (ავეჯით აღჭურვილი). ამასთანავე, ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია და გვაქვს იმის საშუალება, რომ მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებს და უკვე მზა ბინების შემთხვევაშიც გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები”, –ამბობს გიორგი აბაშიძე.

კომპლექსს მცხოვრებლები უკვე ჰყავს, რომელთა ნაწილი ბინებს აქირავებს და საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებს, რაც თვეში დაახლოებით $2,000-ს უდრის.  მსგავსი ტიპის ბინების ქირაობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მფლობელის სურვილის შემთხვევაში ბინის მართვასა და გაქირავებას თავად კომპანია უზრუნველყოფს.

კომპანია მალე შემეცნებითი და ინტერაქტიური მუზეუმის გაკეთებას გეგმავს - გასართობ-კულტურულ ცენტრს “არგოს” ფარგლებში, რომელიც ასევე “ტურინვესტის” შემოქმედებაა.  “ეტაპობრივად ავითვისებთ იმ უძრავი ქონების რესურსს, რაც გაგვაჩნია”, –ამბობს გიორგი აბაშიძე და გვახსენებს, რომ სწორედ “ტურინვესტის” სახელს უკავშირდება ქალაქში მსოფლიო ბრენდის შემოყვანა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება. მხოლოდ “ბელვიუ ბათუმი რეზიდენსის” და სასტუმრო “ჰილტონის” საინვესტიციო ღირებულება 130 მლნ დოლარია.  “ტურინვესტმა” მოაწყო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონი, გასართობ-კულტურული ცენტრი “არგო”, რომელიც მოიცავს საბაგირო გზასა და ქართულ რესტორანს, რაც ტურისტებს ბათუმის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბელვიუ” არის პროექტი, რომელმაც დროს გაუსწრო, კომპანიის მენეჯმენტის სწრაფვა სრულყოფილებისკენ არ ნელდება: “ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ დამატებითი ღირებულება: გავაუმჯობესოთ სერვისები, შევქმნათ და მივაწოდოთ სხვადასხვა ახალი სერვისი და ფეხი ავუწყო განვითარების თანამედროვე რიტმსა და ტენდენციებს”.

ჩვენ გირჩევთ

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

TOP-5 დეველოპერული კომპანია თბილისში

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

ტურინვესტი ბელვიუ რეზიდენს ბათუმი ჰილტონი გიორგი აბაშიძე

წინა სტატია

Best law firms and leading lawyers of Georgia
13 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

An interview with Ms. Katarina Mathernova
16 აპრილი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა