საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ დღეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. 

ორდენი გადაეცათ: ლერი ხაბელოვს (თავისუფალი ჭიდაობა); ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა); რობერტ შავლაყაძეს (მძლეოსნობა); რომან რურუას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); კახი კახიაშვილს (ძალოსნობა); შოთა ხაბარელს (ძიუდო); ვახტანგ ბლაგიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); გელა კეტაშვილის (ფეხბურთი); ზურაბ ზვიადაურს (ძიუდო); ქეთევან ლოსაბერიძეს (მშვილდოსნობა); რაფაელ ჩიმიშკიანს (ძალოსნობა); დავით გობეჯიშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ვაჟა კაჭარავას (ფრენბურთი); დავით ხახალეიშვილს (ძიუდო); გიორგი ასანიძეს (ძალოსნობა);  მანუჩარ კვირკველიას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); რევაზ მინდორაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ირაკლი ცირეკიძეს (ძიუდო); ლევან თედიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილს (ძიუდო);  ვიქტორ სანეევს  (მძლეოსნობა); ვლადიმერ გოგოლაძეს (ტანვარჯიში); ალექსანდრე ანპილოგოვს (ხელბურთი).

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. 

საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 

წინა სტატია

“ჰაიდელბერგ ჯორჯიასა” და “რიკოს” ერთობლივი შოურუმი
23 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

Yatırımların gerçekleşmesi konusu ile ilgili reytingde Gürcistan 47 Yer alıyor
23 მაისი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა