2017 წელს საქართველოს მოსახლეობის 21.9 პროცენტი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის 21.9% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 22% იყო, ხოლო 2015 წელს 21.6%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სიღარიბის ზღვრის გაანგარიშება ეფუძნება შრომისუნარიანი მამაკაცისთვის რეკომენდებული კალორიების მინიმალური რაოდენობის ღირებულებას. 

სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყინებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. 2017 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 22.3%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 8.5%. 2016 წელს ეს მაჩვენებლები 21% და 7.2% იყო.

ცხრილი: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, (%)

წელი

ქალაქი

სოფელი

სქესი

საქართველო

ქალი

მამაკაცი

2010

32.7

43.3

36.8

37.9

37.3

2011

31.3

37.7

34.0

34.3

34.1

2012

26.3

35.0

30.0

30.1

30.0

2013

20.8

33.4

25.8

26.7

26.2

2014

19.0

29.4

23.3

23.7

23.5

2015

18.0

26.4

21.3

22.0

21.6

2016

18.0

27.4

21.2

22.9

22.0

2017

18.6

26.6

21.6

22.4

21.9

ჩვენ გირჩევთ

ქართულენოვანი

პირველი გილდიის ვაჭარი

ქართულენოვანი

ქართულენოვანი "ფინანსური ფეხბურთის" ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია

 

სიღარიბე საქსტატი

წინა სტატია

ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
30 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

CbondS-მა გალტ & თაგარტი საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
31 მაისი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა