ახალ მთავრობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება

სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.  

ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გასულ წელს შეუერთდა სპორტის სამინისტრო. სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს.  

უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მისი ფუნქციები კი სამ სამინისტროზე გადანაწილდება. კერძოდ, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. ასევე ფუქნციების ნაწილი გადავა ინფრასტრუქტურს სამინისტროში. 

ცვლილებების მიხედვით, სივრცითი მოწყობის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პრემიერის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები, ამ საკითხზე კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა დღეს მამუკა ბახტაძეს ახალი მინისტრები არ დაუსახელებია.  

“განახლებულ მთავრობას პარლამენტს განსაზღვრულ ვადებში წარვუდგენთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხედვა სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, ჩვენ გვჭირდება მცირე მთავრობა და ბიუროკრატია, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი, ციდრე ქვეყნის წინაშეა გამოწვევები”, - ამბობს პრემიერი.

 

წინა სტატია

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია
26 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა
26 ივნისი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა