ინტერნეტგადახდების რაოდენობა იზრდება

ინტერნეტგადახდების რაოდენობა იზრდება

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ წლის პირველ კვარტალში 8.8 მილიონი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 24 ბარათი. წინა კვარტალთან შედარებით, 3%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა, ხოლო 3%-ული პუნქტით გაიზარდა გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი და მან შეადგინა 11%. 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. 

ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 51,9 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 5.1 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 4% და 7% ქვეყნის გარეთ. 

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 69%, ხოლო თანხის წილმა 25%. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ული პუნქტით როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გასული (IV კვ., 2017 წ.) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

ამასთან, წლის პირველ კვარტალში სულ ქართული ბარათებით შესრულდა 7.4 მლნ ინტერნეტგადახდა, რაც თანხობრივად 442 მლნ ლარია. 

წინა კვარტალთან შედარებით, ინტერნეტგადახდები გაიზარდა 28%-ით რაოდენობრივად და 34%- ით თანხობრივად. 2017 წლის I კვარტლის მონაცემებთან შედარებით ინტერნეტგადახდების რაოდენობა გაიზარდა 83%-ით და თანხა 82%- ით.

სულ ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები გაიზარდა 1%-ით რაოდენობრივად და შემცირდა 8%-ით თანხობრივად წინა, 2017 წლის IV კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. 2017 წლის I კვარტალთან შედარებით ქართული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა 38%-ით რაოდენობრივად და 27%-ით თანხობრივად. მათგან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 49% რაოდენობრივად და 46%-ით თანხობრივად. ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა კი გაიზარდა 17%-ით და თანხა 21%-ით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *