ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 67 მლნ ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 67 მლნ ლარით შემცირდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 17 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ივლისში ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 64 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მლნ ლარით შემცირდა.

2017 წლის 31 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.2 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით კი 1.1 მილიარდი ლარით მეტი, 16.3 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 12.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 682 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 519 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 41%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 45%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

ჩვენ გირჩევთ

ბანკების მოგების მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში

მეტი ლარი

ბანკების მოგების მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში

ბანკების მოგების მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში

წინა სტატია

თურქული ლირა და რუსული რუბლი სწრაფად უფასურდება
10 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

რატომ უფასურდება ლირა, ლარი და რუბლი?
10 აგვისტო, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა