ინტერვიუ "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის" აღმასრულებელ დირექტორ აიეტ კუკავასთან

ბატონო აიეტ, მოგვიყევით იმ მნიშვნელოვანი ფორუმის შესახებ, რომელიც სექტემბერში გაიმართება და რომლის ინიციატორიც “ალიანს ჯგუფი კაპიტალია”.

ცნობილია, რომ “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის” ბიზნესმოდელი ქვეყნის ცალკეული სტრატეგიული დარგების განვითარებით ბიზნესის კეთებას გულისხმობს. ჩვენი კომპანია ყოველთვის შედის ისეთ სფეროში, რომელიც განვითარებას საჭიროებს. ერთ- ერთ ასეთს ე.წ. M&A (Mergers & Acquisitions), კომპანიების შერწყმისა და შესყიდვების დარგი წარმოადგენს. საქართველოში მის განვითარებას, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვითა და მიღებული ბიზნესპრაქტიკის დანერგვით, “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში” შემავალი კომპანია “ალიანს კაპიტალი” უყრის საფუძველს.

რეგიონში პირველი კომპანია ვართ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვაზე სპეციალიზებული მსოფლიო ქსელის, Globalscope-ის წევრები გავხდით. ავსტრალიაში შარშან გამართულ ფორუმზე 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის  შედეგად მოვიპოვეთ უფლება, ქსელის წევრების მორიგი ფორუმისთვის საქართველოში გვემასპინძლა. ფორუმში, რომელიც 12-15 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს Globalscope-ის ქსელში შემავალი 50-ზე მეტი კომპანია 47 ქვეყნიდან, რომელთაც საქართველოს მიმდინარე შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს წარვუდგენთ.

დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ Globalscope-ის შესახებ...

Globalscope-ი არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი, რომელიც 1987 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოებისა და რესტრუქტურიზების ტრანსაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

Globalscope-ი შედგება 55 წევრი კომპანიისგან, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 47 სხვადასხვა ქვეყანაში, 75 ქალაქშია წარმოდგენილი - ტოკიოდან ადელაიდამდე და კალიფორნიიდან პეკინამდე.

სწორედ მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ფასდაუდებელი და საამაყოა, რომ აღნიშნულ 55 წამყვან კომპანიას შორის ერთ- ერთი საპატიო წევრი ქართული საინვესტიციო კომპანია “ალიანს ჯგუფი კაპიტალია”.

რა ტიპის საინვესტიციო სერვისებზეა კომპანია ორიენტირებული?

“ალიანს ჯგუფი კაპიტალი” 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება ბიზნესს საერთაშორისო ტრანსაქციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორები მოიზიდონ, საინვესტიციო პროექტები განახორციელონ და კომპანიის მართვის ეფექტიანობა გაზარდონ. “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ინსტიტუტებთან, წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის და ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს საინვესტიციო მომსახურების სფეროში. “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” ძირითადად სპეციალიზებულია M&A ტრანსაქციებზე:

ახალი ბიზნესის შეძენა, არსებული ბიზნესის გაყიდვა, გაფართოება, შერწყმა და რესტრუქტურიზება ადგილობრივ, ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე

კაპიტალის მოზიდვა და საერთაშორისო სტრატეგიული თუ ფინანსური ბიზნესპარტნიორების ქსელის გაფართოება

ბიზნესის ღირებულებისა და მოგებიანობის ზრდა

სტრატეგიის, ბიზნესგეგმისა და საორგანიზაციო სტრუქტურის შემუშავება

კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ინვესტორების მოზიდვა

რას ნიშნავს Globalscope-ის წევრობა “ალიანს ჯგუფ კაპიტალისთვის”? რა უპირატესობებს ანიჭებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება კომპანიას და, განსაკუთრებით, მის კლიენტებს?

M&A სფეროში ტრანსაქციები უფრო კომპლექსურია, შესაბამისად, M&A ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ცალკეულ სფეროებში სპეციალიზებული მაღალკვალიფიციური კადრების დიდი არჩევანი, რაც პერსონალის შენახვის ძალიან დიდ ფიქსირებულ ხარჯებს მოითხოვს. ამას გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან კონტაქტებისა და მომავალში პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, რასაც წლები სჭირდება. Globalscope-ის ქსელის წევრობა მნიშვნელოვნად აკომპენსირებს ამ გამოწვევებს და ხელს უწყობს “ალიანს ჯგუფ კაპიტალის” გუნდს, გამოცდილი პარტნიორების მეშვეობით სწრაფ ზრდას მიაღწიოს, სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორები, საინვესტიციო, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ადგილობრივ ბიზნესებთან დააკავშიროს და საერთაშორისო მასშტაბის გარიგებები განახორციელოს. AGC-ს შეუძლია დაეხმაროს იმ ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ ახალი ბიზნესის შეძენას გეგმავენ, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებაში ადგილზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შერწყმასა და ბიზნესის გაყიდვაში კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

რომელ საინტერესო პროექტს განიხილავთ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას გაფორმებული აქვს მილიარდი დოლარის საინვესტიციო ღირებულებაზე მეტი მანდატი 50-ზე მეტ ორგანიზაციასთან. ძირითადი დარგებია: კვების მრეწველობა, უძრავი ქონება, ტურიზმი, საბანკო-საფინანსო სფერო, წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკის განახლებადი დარგები, მაღალტექნოლოგიური დარგები და სხვა. მეორე მხრივ, ვცდილობთ, ქართული ღვინის ბიზნესი დავაინტერესოთ ევროპაში ღვინის ქარხნის შეძენით, რომელსაც საფრანგეთში აქვს ვენახები, აქვს ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბრენდი, ტრადიციული გასაღების ბაზარი. ეს ყველაფერი კი არც ისე ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ, როგორი შესაძლებლობა უჩნდება ქართულ კომპანიას - მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რითაც ევროპის შუაგულში ქართული კონკურენტუნარიანი ღვინოების შეღწევა ბევრად გამარტივდება.

ღვინის ბაზარი ერთ-ერთია იმ ათეულობით სექტორს შორის, სადაც “ალიანს ჯგუფ კაპიტალს” აქვს შესაძლებლობა, კომპანიებს უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობები შესთავაზოს. წარმოიდგინეთ, გვაქვს წვდომა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც “ალიანს ჯგუფ კაპიტალს” შეუძლია, ნებისმიერი დაინტერესებული ქართული კომპანიის შესახებ საინვესტიციო შეთავაზება ატვირთოს და ის მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი შიდა ქსელის პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ Globalscope-ის საერთაშორისო ქსელის წევრობა გვაძლევს ამ მართლაც რომ უნიკალურ შესაძლებლობას.

ჩვენი მოქმედების არეალი მხოლოდ ქართულ კომპანიებში ინვესტირებით არ შემოიფარგლება. ხელმოწერილი გვაქვს მანდატები ავსტრალიურ, თურქულ, ლუქსემბურგულ კომპანიებთან.

ჩვენ გირჩევთ

ტრილიონობით შესაძლებლობა

მონაცემთა ფერმა

ტრილიონობით შესაძლებლობა

ტრილიონობით შესაძლებლობა

წინა სტატია

The most demanded universities of the year in Georgia
31 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

Kazakhstan’s Big Five Game
04 სექტემბერი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა