აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაძვირდა

აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.1%-ით გაძვირდა.

აგვისტოში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.4%), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (4.8%). ამასთან, ფასების 16.2%-იანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე;

ბოლო ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (4.7%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 7.8%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 3.2%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.2%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 8.8%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.