საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 30 მილიონი დოლარი ღირს, ყაზახეთის - 18 მილიონი

დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე ყაზახეთს დაუპირისპირდება. 

ცნობილი ბრიტანული პორტალის (transfermarkt.co.uk) ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება 30 მლნ დოლარია, ხოლო ყაზახეთის 18 მლნ დოლარი. ნაკრების ფეხბურთელების ღირებულებით საქართველო მსოფლიოში 98-ე, ხოლო ყაზახეთი 118-ე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული სოლომონ კვირკველიაა, რომლის საბაზრო სატრანსფერო ღირებულება 7.2 მლნ დოლარია. სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ასპარეზობს. შემდეგ მოდის ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე - 2.7 მლნ დოლარით. მესამე ადგილზე აშშ-ში, "სან ხოსეში" მოასპარეზე ვალერი ყაზაიშვილია 2.25 მლნ დოლარით.

ყაზახეთის ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დიმიტრი შომკოა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ასტანაში“ ასპარეზობს და 2.25 მლნ დოლარი ღირს. მე-2 და მე-3 ადგილებზე ალმათის „ყაირათის“ ფეხბურთელები ბაურჯან ისლამხანი და ისლამბეკ ყუათი არიან 1.6 ად 1.4 მლნ დოლარით.

საქართევლოს ნაკრების 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

წინა სტატია

ბუნების ფასი
06 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 12.5 მილიონი დოლარით შემცირდა
07 სექტემბერი, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა