ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $2.2 მილიარდს გადააჭარბა

წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.23 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა და მან 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 47 მლნ დოლარით (12%) აღემატება.  გასული წლის აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 394 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

2017 წელს ჯამში საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში 10.7%-ით გაიზარდა და ჯამში 1 040 544 ვიზიტორი შეადგინა.

საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. 2017 წლის აგვისტოში 646 999 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში 737 049.

ჩვენ გირჩევთ

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული რეგიონები საქართველოში

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში

წინა სტატია

В энергетическом секторе планируются проекты стоимостью более 11 млрд Лари
12 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 16.6 პროცენტით გაიზარდა
13 სექტემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა