ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა “მასტერქარდის” ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რიგით მე-6 ფორუმი გაიმართა, რომელშიც “მასტერქარდის” წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცესინგო სისტემების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“მასტერქარდის” ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საგადახდო ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების და ამ რისკების შემამცირებელი ღონისძიებების საკითხების განხილვას, ასევე, შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა განახლებული ინფორმაცია მიიღეს ბარათებით თაღლითობის შესახებ, გაეცნენ მსოფლიო ტენდენციებს და იმსჯელეს ბოლო პერიოდში გამოვლენილი თაღლითობის ახალ სახეებზე. მონაწილეებმა,  ასევე, განიხილეს “მასტერქარდის” წესებში განხორციელებული ცვლილებები, რაც უკავშირდება ბარათის გამოშვებასა და საბარათე ოპერაციების მომსახურებაში ჩართული ბანკების ვალდებულებების საკითხებს.

ფორუმს კომპანია “მასტერქარდის” თურქეთის ოფისის რისკების მენეჯერი ჯემ კიბაროღლუ უძღვებოდა. 

ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ასეთი შეხვედრების დიდ მნიშვნელობას და აუცილებლობას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *