კომპანია "ჩირინა" EBRD-ის პროგრამის გამარჯვებულია

კომპანია "ჩირინა" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის, Blue Ribbon ფარგლებში დაჯილდოვდა.

პროგრამის მიზანია კერძო კომპანიების დახმარება და განვითარება. ამისთვის, პროგრამა კომპანიებს უწევს როგორც ფინანსურ, ასევე საკონსულტაციო დახმარებას.

სამომავლოდ, EBRD აღნიშნული პროგრამის საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში გაფართოვებას გეგმავს. 

კომპანია "ჩირინა" კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ამჟამად, “ჩირინას” მთავარი პროდუქცია არის ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს; სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვისს; ლაბორატორიული კვლევების სერვისს; ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას. "ჩირინას" პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში.

ჩვენ გირჩევთ

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

Forbes Woman Georgia. 2018 წლის დეკემბრის ნომერი

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

წინა სტატია

საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა
06 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება
06 დეკემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა