TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

TIFFANY-ის ეკომეგობრული საიუველირო ხაზი

Tiffany’s & Co-სთვის სამყაროს კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, სახელგანთქმულმა კომპანიამ, Wildlife Conversation Network-თან თანამშრომლობის შედეგად, ეკომეგობრული ხაზი შექმნა. “დაიცავი ცხოველთა სამყაროს” კოლექციის თითოეული ნაწარმი, მსოფლიო მასშტაბით საფრთხის წინაშე მდგომი ცხოველების დაცვისთვის არის განკუთვნილი.

Tiffany’s & Co-ს ახალი პროექტი, #KNOTONMYPLANET, ცხოველთა დაცვის პროპაგანდას ეწევა და მას ისეთი ცნობილი სახეები წარმოადგენენ, როგორიც გახლავთ ნაომი კემპბელი, დუცენ კრუსი და იმან ჰამამი. კომპანიის ახალი ხაზი, „დაიცავი ცხოველთა სამყარო”, ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების – სპილოს, ლომისა და მარტორქის გადასარჩენად აგროვებს ფულს. ხაზი თავდაპირველად 2017 წელს ჩაეშვა წარმოებაში და ეკოლოგთა დიდი მხარდაჭერის შედეგად წელს ბაზარზე დაბრუნდა. კოლექციაში ისეთი სამკაულები შედის, როგორიც არის ბრილიანტის ბროში და მისი შესატყვისი ყელსაბამი, რომელიც ასევე ოქროსა და ვერცხლისგანაა ჩამოსხმული. მათი შესყიდვა დაინტერესებულ ადამიანებს ამ თვის ბოლოდან შეეძლებათ. გაყიდვებიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი სწორედ Wildlife Conversation Network-ს ერიცხება. ეს არის ამერიკული ასოციაცია, რომელიც საზოგადოებრივ, ცხოველთა დაცვისა და მათთან თანაარსებობის პროექტებს განვითარებაში ეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *