საქართველოს საგარეო ვალმა 17.2 მილიარდ დოლარს მიაღწია

2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 39 მილიონი დოლარით შემცირდა და 17.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 105%-ია.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის საგარეო ვალი 177 მილიონი დოლარით შემცირდა. 90 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 147 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში
სექტორი |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 სექტემბერი |
სამთავრობო სექტორი |
4,251 |
4,191 |
4,256 |
4,390 |
4,678 |
5,295 |
5,118 |
ეროვნული ბანკი |
583 |
339 |
252 |
220 |
201 |
292 |
328 |
ბანკები |
2,469 |
2,647 |
2,683 |
2,957 |
2,984 |
3,687 |
3,777 |
სხვა სექტორები |
3,328 |
3,471 |
3,587 |
4,503 |
5,445 |
5,382 |
5,540 |
პირდაპირი ინვესტიციები: |
2,785 |
2,786 |
3,212 |
3,188 |
2,573 |
2,616 |
2,469 |
მთლიანი საგარეო ვალი |
13,415 |
13,433 |
13,989 |
15,259 |
15,881 |
17,271 |
17,232 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი