სად რა ღირს უძრავი ქონება - თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

2018 წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი, 2.4%-ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (24.3%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. სწორედ თბილისზე მოდის გაყიდვების 44%. 

თბილისში ყველაზე აქტიური უბანი კი საბურთალოა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, მას მოსდევს ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით. 

თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:    

  • მთაწმინდა - $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3% 
  • ვაკე - $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3% 
  • საბურთალო - $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2% 
  • კრწანისი - $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3% 
  • დიდუბე - $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 
  • ჩუღურეთი - $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9% 
  • ისანი - $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6% 
  • ნაძალადევი - $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 
  • გლდანი - $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9% 
  • სამგორი - $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5% 

რაც შეეხება სახლის ქირაობას, ფასი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და თბილისის უბნების მიხედვით კვ.მ ქირის ფასი შემდეგია: 

  • მთაწმინდა - $7.772 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -13.9% 
  • ვაკე - $7.36 (კვ.მ) ცვლილებაწინა წელთან შედარებით -8.1% 
  • კრწანისი - $7.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -9.8% 
  • ჩუღურეთი - $6.78 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +4.4% 
  • საბურთალო - $6.75 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -3.1% 
  • ისანი - $6.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.5% 
  • დიდუბე - $6.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -0.9% 
  • სამგორი - $5.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +19% 
  • ნაძალადევი - $5.32 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +0.6%

ჩვენ გირჩევთ

რა ღირს მობილური ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა

რა ღირს მობილური ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

რა ღირს მობილური ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

წინა სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება
25 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა იზრდება
25 იანვარი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა