Ikea, Google და Nestle -„მნიშვნელოვანი გავლენის“ სათავეში

Ikea, Google და Nestle Havas Media-ს იმ რეიტინგის სათავეში მოექცა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ბრენდების პოზიტიური გავლენის აღქმას იკვლევს. ბრენდები რანჟირებული იყო „მნიშვნელოვანი ბრენდის ინდექსის" მიხედვით, რომელიც აფასებს ადამიანების მიერ ბრენდის აღქმას - საზოგადოებაზე, გარემოზე, ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე მისი გავლენის კუთხით. ტოპხუთეულს Danone და Leroy Merlin ასრულებენ.

50 000 მომხმარებლის გამოკითხვის გზით Havas Media-მ შეაფასა 300 მსოფლიო ბრენდი, რომლებიც 14 ბაზარსა და 12 ინდუსტრიას მოიცავს. ყოველი ბაზრის დაახლოებით მესამედი Havas-ის კლიენტია. თითოეულ ბაზარზე ბრენდები შეირჩა დომინანტურობის კრიტერიუმით, რაც განპირობებულია ან ბრენდის ცნობადობით, ან რეკლამაზე დახარჯული თანხის ოდენობით.

Havas Media-ს ცნობით, შედეგები გვიჩვენებს პირდაპირ დამოკიდებულებას „მნიშვნელოვანი ბრენდის ინდექსის" ქულასა და მომხმარებლის ერთგულებას შორის.

Havas Media Labs-ის დირექტორმა, უმაირ ჰაქემ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, განაცხადა: „გლობალურ ეკონომიკაში ისტორიული რეკონფიგურაციის პროცესია. გუშინდელი ინსტიტუციები უკან იხევს და სოციალური კონტრაქტები იშლება - მსოფლიო პროტესტები არცთუ მსუბუქად მიმდინარეობს. ადამიანთა არჩევანი და მოლოდინები სწრაფად ვითარდება. ისინი ითხოვენ მეტად ავთენტიკურ, მდგრად, მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე პროდუქციას. ხალხს სურს მიიღოს არა უბრალოდ მეტი, არამედ არსებითად უკეთესი და სოციალურად უფრო პროდუქტიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, გამძლე, გამოსადეგი, არა ზედაპირული, არამედ რეალურად ქმედითი პროდუქტი".

შედეგები და ანალიზები იმაზე მიუთითებს, რომ „ადამიანთა უმრავლესობას არ აღელვებს, იარსებებს თუ არა ხვალ ამჟამინდელი ბრენდების 70% - მათ ცხოვრებაზე პოზიტიურად ბრენდების მხოლოდ 20% მოქმედებს, მიუხედავად მილიარდობით დოლარის, ფუნტისა და ჩინური იუანის ინვესტიციებისა, რომლებსაც აღმასრულებლები მომხმარებელთან კავშირების დასამყარებლად ხარჯავენ, - ამბობს ბ-ნი ჰაკე - შეიკარით ღვედი: ჩვენთვის ჩვეულ კომუნიკაციებს, როგორც ჩანს, გრანდიოზული ნახტომის გაკეთება მოუწევს. გლობალური ეკონომიკის ცვლილებების ფონზე მარკეტინგი არ უნდა დარჩეს დამკვირვებლის როლში და რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა იყოს გარდაქმნათა მრუდზე. გსურთ მოიპოვოთ ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლის სიყვარული, ნდობა და ერთგულება? მაშინ ბევრი რამის შეცვლა მოგიწევთ, რადგანაც თქვენი პროდუქციის მომხმარებლების მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები დღითი დღე იზრდება.

 

წინა სტატია

„მკვდარი დახმარება“
11 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

განსაკუთრებით წარუმატებელი აღმასრულებლების შვიდი ჩვევა
14 იანვარი, 2012
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა