რედაქციის განცხადება

რედაქციის განცხადება

ძვირფასო მკითხველებო!

გაცნობებთ, Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდის შემადგენლობაში  მომხდარი ცვლილებების შესახებ. კერძოდ, 2023 წლის 16 მაისიდან, გამოცემის მთავარი რედაქტორის  პოზიცია ვაკანტურია.

გვსურს, გულისხმიერი მადლობა გადავუხადოთ გიორგი ისაკაძეს, მისი ძალისხმევისთვის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავარი რედაქტორის როლში გასწია. მისმა პროფესიონალიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამოცემის ტრანსფორმაციაში. წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაშიც.

აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე ცვლილებების პროცესში Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდი, რომელიც 2011 წლიდან ქმნის Forbes-ის ბრენდს საქართველოში, გავაგრძელებთ მუშაობას და მკითხველისთვის მაღალი სტანდარტების ჟურნალისტიკის, ანალიტიკური მასალების და სტატიების მომზადებას, რომლებითაც თქვენს ნდობასა და ლოიალობას წლებია, ვიმსახურებთ.

ჩვენი მიზანია, უწყვეტად მოგაწოდოთ მდიდარი მასალა, წავახალისოთ სამეწარმეო სულისკვეთება და შთავაგონოთ მომავლის ლიდერების ახალი თაობა. გვჯერა, რომ აღნიშნული ცვლილება მმართველ გუნდში გააძლიერებს Forbes Georgia-ს და წაახალისებს ინოვაციისა და მაღალი ჟურნალისტური ხარისხის კულტურას.

აქვე გაცნობებთ, რომ გიორგი ისაკაძე რჩება Forbes Georgia-ს გამომცემელი კომპანიის, სს „Media Partners“ -ის აქციონერად. ხოლო ახალი რედაქტორის შერჩევასთან დაკავშირებულ სიახლეებს, პირველ რიგში, ჩვენს ერთგულ მკითხველს გავუზიარებთ.

მადლობა ნდობისთვის!

Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდი