საქართველოს ბანკის მარტის თვის განსაკუთრებული შეთავაზებები ქალებისთვის ბიზნესში

საქართველოს ბანკი მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების  მიზნით - ის ვინც მარტის თვეში საქართველოს ბანკში გახსნის ანგარიშს, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს. ასევე, 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით "Cash Card"-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა "ქალები ბიზნესში", რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა. 

მარტის ქალების თვედ გამოცახდებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი მთელი თვის განმავლობაში სპეციალურად მათთვის არაერთ საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას განახორციელებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია წარმატებული გამოცდილების და სიახლეების შესახებ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 41-ე ადგილი დაიკავა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა

საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 41-ე ადგილი დაიკავა

საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 41-ე ადგილი დაიკავა

წინა სტატია

თებერვალში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.3 პროცენტით გაძვირდა
04 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან
04 მარტი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა