მსოფლიო ბანკმა საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიას საქმიანობა აუკრძალა

მსოფლიო ბანკმა "ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კონსორციუმს" (CRCC) და მის შვილობილ კომპანიას "ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიუროს ჯგუფს" (CR23) საქართველოში საქმიანობა აუკრძალა. მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით შეზღუდვა 9 თვეს გასტანს, მიზეზად კი სამუშაო პროცესში არსებული გადაცდომები სახელდება. კერძოდ კი აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის პროექტის სამშენებლო ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზები.

შეზღუდვა CRCC–ის 730 კონტროლირებად ფილიალზეც გავრცელდება.

"პროექტის წინასატენდერო პერიოდში აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს არასწორი და მცდარი ინფორმაცია საკუთარი პერსონალის, მათი გამოცდილებისა და აღჭურვილობის შესახებ", – ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი აღნიშნულ ქმედებას "თაღლითურ პრაქტიკად" აფასებს.

9 თვიანი აკრძალვის შემდეგ, კომპანიებს 24 თვიანი პირობითი ვადა მიეცემათ, რა დროსაც მათ მსოფლიო ბანკის სხვადასხვა ტენდერებში შეეძლებათ მონაწილეობა, თუმცა თუკი კვლავ ექნება ადგილი მსგავს ფაქტებს, მათ კვლავ აეკრძალებათ ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. მისი ერთ-ერთი მსხვილი დონორი მსოფლიო ბანკია.

"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" საქართველოშ სხვა პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის მთავარი სარკინიგზო ხაზის - თბილისი-ბათუმის რკინიგზის - მოდერნიზების პროექტს.

ჩვენ გირჩევთ

467 284 პირი საარსებო შემწეობას იღებს

10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში

467 284 პირი საარსებო შემწეობას იღებს

467 284 პირი საარსებო შემწეობას იღებს

წინა სტატია

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation Ltd. and two subsidiaries
12 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?
12 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა