რა გავლენა ექნება რუსულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? - Fitch-ის შეფასება

სარეიტინგო სააგენტო Fitch რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ შეზღუდვებს აფასებს. როგორც სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების აკრძალვა გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებას გარე ფაქტორებზე.

"ბოლო წლებში, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ქვეყნის მშპ-ს 7.5%-ს აგენერირებს (2018 წელი). ასევე, ტურიზმზე მოდის სერვისების ექსპორტის 70%. სწორედ ტურიზმის გახდა ერთ-ერთი წყარო ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებლად. რუსეთიდან ტურისტული შემოსავლების კლება კი ამ ტემპზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში რუსი ტურისტების წილი 20%-ს აღემატებოდა.

აქვე Fitch მიუთითებს, რომ რუსეთის წილი ქვეყნის FDI-ში მინიმალურია და ის 5%-ის ფარგლებშია.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსული აკრძალვების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6%-მდე იქნება, 2020 წლისთვის კი Fitch-ის პროგნოზი 4.7%-ია.

სააგენტო მიიჩნევს, რომ გარე ფაქტორები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

"საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო ვალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს მისი მსგავსი სხვა ეკონომიკების შემთხვევაშია“, - წერს Fitch.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

წინა სტატია

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში
02 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia takes the 19th place among the world’s wine exporting countries
02 ივლისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა