ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტამდე გაზარდა

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონიტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 5% შეადგინა.

ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური გაუძვირდება.

„არსებული ინფლაციური ფონიდან და ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ მთავრობის მხრიდანაც უფრო აქტიური ქმედებები არ იქნება ლარის გაუფასურების წინააღმდეგ და ეკონომიკური ზრდის ასამაღლებლად, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება. აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და პრივატიზაციის დაჩქარება, რაც ორი თვის წინ თავად განაცხადეს მთავრობის წევრებმა, მაგრამ ხარჯების შემცირება გადაიფიქრეს, ხოლო პრივატიზაცია დაპირებული ტემპით არ მიდის“ - აცხადებს ბესო ნამჩავაძე, ეკონომისტი.

წინა სტატია

აპრილში ტურისტების რაოდენობა 3 პროცენტით შემცირდა
06 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

მთავრობას საშინაო ვალის აღება უძვირდება
07 მაისი, 2015
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა