ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოდან ევროკავშირში 77 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 54%-ით (27 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ძირითადად ესპანეთმა,  რუმინეთმა და ბულგარეთმა განაპირობა. მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთში 17 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა გასული წლის ივლისში ესპანეთში ექსპორტი მხოლოდ 2.4 მლნ დოლარი იყო. რუმინეთში და ბულგარეთში 17-17 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, რაც 12 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის ივლისის ექსპორტზე.

7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით გაიზარდა და ჯამში 503 მლნ დოლარი შეადგინა.

ივლისში 17%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში, 7 თვეში ზრდა 26%-ია. უკრაინაში ექსპორტი 39%-ით (5 მლნ დოლარით) გაიზარდა, სომხეთში 24%-ით (6 მლნ დოლარით).

ივლისში ექსპორტი შემცირდა აშშ-ის (-6 მლნ), ჩინეთის (-6 მლნ) და თურქეთის მიმართულებით (-3 მლნ).

ჩვენ გირჩევთ

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

წინა სტატია

Forbes: ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში იზრდება
19 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო
20 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა