საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტის (15.5%) და უძრავი ქონებით ოპერაციების (14.2%) სექტორებში დაფიქსირდა. მესამე ადგილზე სასტუმროების რა რესტორნების სექტორია 13.6%-ით.

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა,  სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.

ცალკე აღებულ მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) ყველაზე მაღალი ზრდა (18%) ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი კლება განათლების სექტორში (-8%).

ცხრილი - საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევარი

ეკონომიკის სექტორები

ზრდის ტემპი

ტრანსპორტი

15.5%

ოპერაციები უძრავი ქონებით

14.2%

სასტუმროები და რესტორნები

13.6%

კავშირგაბმულობა

11.6%

ჯანმრთელობის დაცვა

10.3%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

7.5%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

7.1%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

5.0%

სახელმწიფო მმართველობა

4.2%

საფინანსო საქმიანობა

4.1%

განათლება

3.0%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

2.2%

სოფლის მეურნეობა

1.1%

დამამუშავებელი მრეწველობა

-3.2%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

-5.8%

მშენებლობა

-6.8%

ჩვენ გირჩევთ

ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

დამამუშავებელ მრეწველობაში FDI 97%-ით გაიზარდა

ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

წინა სტატია

ქარის სადგურის ახალ მფლობელს EBRD-ისთვის $17.5 მილიონიანი სესხის გადახდა მოუწევს
18 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ერიკ რაჯენდრა TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს უბრუნდება
18 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა