საქსტატის ინფორმაციით საქართველოში უმუშევრობა მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს უმუშევართა რაოდენობა 46 ათასი კაცით შემცირდა და 246 ათასი შეადგინა. ამასთან, 33 ათასი კაცით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. გამოდის, რომ 13 ათასი  (46 000 -33 000) კაცი, ვინც უმუშევრად აღარ ითვლება, არც დასაქმებულებში მოხვდა. უმუშევრობის დონე, რომელიც სამუშაო ძალაში უმუშევართა პროცენტულ წილს უჩვენებს, 12.4%-მდე შემცირა. 2013 წელს უმუშევრობის დონე 14.6% იყო.

აღსანიშნავია, რომ ისევ მაღალი რჩება თვითდასაქმებულთა რიცხვი. 1 მილიონ 46 ათასი კაცი ითვლება თვითდასაქმებულად. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც თავს რეალურად უმუშევრად თვლის, თუმცა უმუშევრობის გაზომვის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან.

წინა სტატია

მთავრობას საშინაო ვალის აღება მნიშვნელოვნად გაუძვირდა
27 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

სასტუმრო “რიქსოსი”- მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება
28 მაისი, 2015
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა