აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

PMC კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები საშუალოდ 2.4%–ით შემცირდა. კერძოდ, 3, 4 და 5–ვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულება 5.3%–ითაა შემცირებული, ხოლო გესთჰაუსების კი 3.1%–ით.

რაც შეეხება Airbnb-ს, ამ პერიოდში თბილისში საშუალო ფასი ერთი ღამით 41 დოლარი იყო. შედარებისთვის: ანკარაში 30 დოლარი, სოფიაში 43 დოლარი, ბუქარესტში 65 დოლარი, მოსკოვში 103 დოლარი, ხოლო კიევში 172 დოლარი.

აგვისტოში საქართველოში 3 – ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის გათენების ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4–ვარსკვლავიანში 230 ლარი, ხოლო 5–ვარსკვლავიანში კი 488 ლარი. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში კი ღამის გათენების ღირებულება საშუალოდ 75 ლარი იყო.

კვლევის მიხედვით, აგვისტოში სასტუმროების ფასები თბილისში საშუალოდ 20.4%-ით გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რაჭაში – 23.7%. რაც შეეხება აჭარას, ზღვისპირა რეგიონში წლიურად სასტუმროების საშუალო ფასი შემცირებულია.

5-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის გათენება ყველაზე ძვირი თბილისში ჯდება – საშუალოდ 592 ლარი, მას მოსდევს აჭარა 461 ლარით და კახეთი – 398 ლარით.

აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასის ყველაზე დიდი კლება – 8.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მას მოსდევს აჭარა 5.5%–იანი შემცირებით და მცხეთა მთიანეთი 5.2%–იანი კლებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *