რომელმა ბანკმა რამდენი მოგება ნახა იანვარ-სექტემბერში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი მოგება “თიბისი ბანკს” ჰქონდა - 268 მლნ ლარი, რაც მთლიანად საბანკო სექტორის მოგების 41%-ია. “თიბისი ბანკის” მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო საბანკო სექტორში მისი მოგების წილი 3% პუნქტით არის შემცირებული.

მოგების სიდიდით მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც იანვარ-სექტემბერში 263 მლნ ლარის მოგება ნახა. მისი მოგება გასული წლის მოგებაზე 44%-ით მეტია.

ჯამში, “თიბისი ბანკზე” და “საქართველოს ბანკზე” საბანკო სექტორის მოგების 82% მოდის.

მესამეზე “ტერაბანკია” 20 მლნ ლარის მოგებით, ხოლო მეოთხეზე “ბანკი ქართუა” 19 მლნ ლარით.

2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შესარებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 8 ბანკის მოგება გაიზარდა, ხოლო 7-ის შემცირდა.

ზარალი მხოლოდ “სილქ როუდ ბანკმა” და “პაშა ბანკმა” ნახა.

ჩვენ გირჩევთ

ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი აშშ დოლარით იზრდება

რატომ წავედი პოლიტიკაში

ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი აშშ დოლარით იზრდება

ილონ მასკის ქონება 2 მილიარდი აშშ დოლარით იზრდება

წინა სტატია

Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი
06 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

თურქული დილემა
07 ნოემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა