აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 10.3 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 10.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 454 მილიონი დოლარით, 24%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 561 მილიონი დოლარით, 10%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა და 73 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (13.7 მილიონი დოლარი) და პოლონეთის (9 მილიონი დოლარი) მიმართულებით. ჯამში, იანვარ-აგვისტოში  ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა.

აგვისტოში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 55.6 მილიონი დოლარით (47%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 19 მილიონი დოლარით, ხოლო რუსეთში და სომხეთში 10-10 მილიონი დოლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *