საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13 მილიარდ ლარს მიაღწია

31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 9 991 მილიონი ლარი იყო, ოქტომბრის ბოლოს უკვე 10 079 მილიონი ლარი შეადგინა. ოქტომბერში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 8 მილიონით გაიზარდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 88 მილიონით გაიზარდა. საშინაო ვალი კი ოქტომბერში 14 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 898 მილიარდი ლარი შეადგინა.

წინა სტატია

კონსენსუსს ამოფარებული ოცნება
10 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსის ცვლილება
11 ნოემბერი, 2015
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა