10 აფრიკული ქვეყანა საქართველოზე მდიდარია

10 აფრიკული ქვეყანა საქართველოზე მდიდარია

ქვეყნის სიმდიდრის და ეკონომიკური განვითარების ყველაზე მეტად გავრცელებული მაჩვენებელია ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი. როდესაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებს ვადარებთ, შემოსავლის საზომად უნდა გამოვიყენოთ ე.წ. საერთაშრისო დოლარი (PPP), რომელიც ითვალისიწნებს იმ გარემოებას, რომ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 747 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით 10 აფრიკულ ქვეყანას ჩამოვრჩებოდით.

ყველაზე მდიდარი აფრიკული ქვეყანა ეკვატორული გვინეაა, ერთ მოსახლეზე 36 017 PPP დოლარის შემოსავლით. გვინეა ნავთობით მდიდარი ქვეყანაა.

მეორე ადგილზე სეიშელია 28 779 დოლარით. სეიშელი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, სადაც 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 1976 წლამდე საფრანგეთის კოლონია იყო. არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საზღვაო ტურიზმისთვის.

მესამე ადგილზე მავრიკია 21 640 დოლარით. მავრიკი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც 1968 წლამდე ბრიტანეთის კოლონია იყო. გამოირჩევა ტურიზმის განვითარებით.

ცხრილი: საქართველოზე მდიდარი აფრიკული ქვეყნები (2017 წლის მონაცემებით):

 

ქვეყანა

ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი, PPP დოლარი

1

ეკვატორული გვინეა

36,017

2

სეიშელის კუნძულები

28,779

3

მავრიკი

21,640

4

გაბონი

19,254

5

ბოტსვანა

17,828

6

ალჟირი

15,237

7

სამხრეთ აფრიკა

13,545

8

ეგვიპტე

12,671

9

ტუნისი

11,755

10

ნამიბია

11,312

11

საქართველო

10,747

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.