10 თვეში თბილისში ბინების ფასი 15.3%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

10 თვეში თბილისში ბინების ფასი 15.3%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 10 თვეში თბილისში ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.3%-ით გაიზარდა. გაზრდილი ფასების პარალელურად კი, ამავე პერიოდში ბინებზე მოთხოვნა 7.5%-ით შემცირდა.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ერთწლიან ჭრილში 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ თვეს, Colliers Georgia-ს მონაცემებით, ოქტომბერში ბინებზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა. კერძოდ, თბილისში ტრანზაქციებმა 3,387 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-იანი კლება დაფიქსირდა, ბათუმში კი ტრანზაქციების რაოდენობა 26%-ით, 1,247 ერთეულამდე შემცირდა.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში შემცირდა ბაზრის ზომაც, თბილისის შემთხვევაში 10%-ით $216 მილიონამდე, ბათუმის შემთხვევაში კი 20%-ით, $55 მილიონამდე.