მიმდინარე წლის 11 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 514 280 მგზავრს მოემსახურა. ეს 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 105%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ვინაიდან მაშინ მგზავრთნაკადმა 737 478 ადამიანი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საერთო ჯამში 4 504 რეისი შესრულდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებული რეისების რაოდენობამ კი 2 914 შეადგინა, რაც მიმდინარე წელს 55%-იან ზრდას გულისხმობს.
რაც შეეხება უშუალოდ ნოემბერს, გასულ თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 133 732 მგზავრსა და 417 რეისს მოემსახურა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 86%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა.